ლაგოდეხში, სოფელ აფენში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, FORD TRANSIT- ის მძღოლი ლაგოდეხი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ახლაგაზრდა მამაკაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად