ლაგოდეხში ინფიცირებული მესაზღვრის ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ლაგოდეხში კორონავირუსი დაუდგინდა სასაზღვრო პოლიციის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის 4 წევრს – მეუღლეს, ორ შვილს და პაპას.

ცნობისათვის, მესაზღვრეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა. ის აჭარაში იმყოფებოდა, ლაგოდეხში დაბრუნებისას კი სიმპტომების არსებობის გამო ადგილობრივ ცხელების ცენტრს მიმართა. ინფიცირებული თბილისში, სპეციალიზირებული კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად