“შენი პატიება ისეთივე ყალბია, როგორ შენი ვითომ ქრისტიანობა” – ლანა ნიკოლეიშვილი ნანა კოსტავას მიმართავს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ლაგოდეხში გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის ოჯახს მოუბოდიშა და პატიება სთხოვა. დეპუტატის განცხადებას რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი გოგონას დედამ უპასუხა.

“შენი ჩამპალი სულის გადასარჩენად და სკამის გადასარჩენად მოგონილი პატიება ისეთივე ყალბია, როგორც მთელი შენი ვითომ რელიგიური ცხოვრება და ქრისტიანობა!

მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო – ეს ნათქვამი შენთვის გამოიჭრა.

შენი სახელის და გვარის გამეორებაც კი არ მსურს არაქალო, არადედავ. არაადამიანო, ღიად გაფრთხილებ, ფიქრში რომ არ იქნები, ისე გახოხებ ჩემი შვილის ხსოვნის წინ და აგაღაღადებ ათას პატიებად მისი სულის წინაშე. რა ფორმით ვიზამ ამას, მთელი საქართველო დაინახავს!”, – წერს ის.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ საკუთარ “ფეისბუკის” გვერდზე, რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში გარდაცვლილი 16 წლის სკოლის მოსწავლის, სოფი ნიკოლეიშვილის დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

16 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ნინოსხევში იპოვეს, რომელიც ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ნანა კოსტავამ პოსტი სოციალურ ქსელში 28 მაისს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც მას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მან პოსტი წაშალა და განმარტება გააკეთა:

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“,- წერს კოსტავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად