ლაგოდეხში covid-19 სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხში . covid-19 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშის შემდეგ დაუდასტურდა.

ცნობილია, რომ მამაკაცი აჭარის რეგიონის მაცხოვრებელია და ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა.
ინფიცირებული თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგების თქმით, ეს არის შემოტანილი ვირუსი და არ განიხილება კახეთის შემთხვევად. შემოტანილ შემთხევევას მიეკუთნება ახმეტაში დაფიქსირებული covid-19-ის ერთი ფაქტი, ვირუსი მამაკაცს დაუფიქსირდა, რომელიც გორიდან დაბრუნდა.
ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების არეალშია გურჯაანის მუნიციპალიტეტიც, სადაც სოფელ ველისციხეში Covid-19-ის ორი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად