ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსახვერპლა, სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლაგოდეხში “ტრაილერი” მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევა ცოტახნის წინ აფენში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათგან ერთი მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...