ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 88 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხისა და სოფელ კავშირის შემაერთებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

შედარებით მძიმეა 70 წლამდე ასკის ქალის მდგომარეობა.

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება .

როგორც შინაგან საქემთა სამინისტროს პრესსამსახურში „აიპრესს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად