ლაგოდეხში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

10 სოფლის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის მოუწევს.

,,ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კი მალხაზ მელაშვილი, ხოლო „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დავით ბეგლარაშვილი.

აფენის თემში, სადაც 4000-ზე მეტი ამომრჩეველია, სულ ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც ხმის მიცემის პროცესი წესისამებრ 8:00 საათზე დაიწყო.

ცნობისთვის, არჩევნების ჩატარების მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია კობახიძემ საკრებულოს წევრის მანდატი დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად