ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს ყვარლის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი წარედგინა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა კომუნიკაცია, თუმცა საკითხის სენტიმენტალურობიდან გამომდინარე საუბრის შინაარსი გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხდა დაკავებულის ადვოკატმა, ზურაბ ზურაბაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...