ლაგოდეხში 16 წლის გოგომ შვილი გააჩინა, მოსწავლის ინფორმაციით მასზე 40 წლის ნათესავმა იძალადა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 16 წლის გოგონას ინფორმაციით, მასზე 40 წლის მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი სავარაუდო მოძალადემ მის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზა.

გოგონა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.

თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დამხარბის ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გაირკვა, რომ ორსულად იყო ისე, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავადაც არ ჰქონდა.

მან იმ დღისითვე იმშობიარა. არასრულწლოვანის თქმით, გასულ წლის სექტემბერში 40 წლის ნათესავმა გააუპატიურა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მან არც მშობლებს და არც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. დაზარალებულის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავს.

“გოგონა როგორც თვითონ განმარტავს, მას სავარაუდო მოძალადის14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს და ამას მისი ნათესავებიც ადასტურებენ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, დათრგუნულია, თუმცა ახლობლების გარემოცვაში იმყოფება და ჯანმრთელობის მხრივაც თავს კარგად გრძნობს. საუბრობს და გადმოგვცემს ყველაფერს. როგორც გოგონა თავად ამბობს, მან ვერ იგრძნო რომ ორსულად იყო. მისივე თქმით, მამაკაცი არის მისი ახლო ნათესავი, დედის ბიძაშვილი.

გამოიკითხა უკვე გოგონა, ჩვენება მისცა გამოძიებას, ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები, სინჯები აღებულია, რომ დადგინდეს ბავშვი გენეტიკურად ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მამაკაცს, სანამ არ იქნება ექსპერტიზის შედეგები,მანამდე ვერ გაირკვევა სიმართლე და ვერ გოგონას ცნობა გამოძიება დაზარალებულად და ვერც მამაკაცს ვერ სცნობს ბრალდებულად”- განუცხადა “აიპრესს” ლია ხუროშვილმა.

40 წლის მამაკაცი, რომელსაც გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბრალს არ აღიარებს. როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 140-ე მუხლით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად