ლაგოდეხის ტყეში მაშველები ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ

 ლაგოდეხში, სოფელ შეერთების მიმდებარედ, ტყეში ხანძრის სრულად ლოკალიზებას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. საკარმიდამო ნაკვეთების სიახლოვეს ხანძრის კერების ჩაქრობა მოხერხდა.

თუმცა ცეცხლის კიდევ ერთი კერა ტყეში რჩება, ფერდობზე მუშაობა ძალიან უჭირთ მეხანძრეებს,თუმცა ვვარაუდობთ, რომ ამ კერის ლოკალიზებაც მალე მოხერხდება.,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა, ზურაბ გამხარაშვილმა. ცნობისათვის, სოფელ შეერთების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. მთლიანობაში ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარის ფართობზე გავრცელდა, დაიწვა ბალახი, ბუჩქნარი და ვენახის ნაწილი. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...