ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის „ მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა , პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავებს ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიას, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.
მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.

„მდელოს ფარვანა“ მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
იგი პოლიფაგი მწერია , რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეს და სასოფლო -სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად