ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორინავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ერთ- ერთი ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება. ვირუსი ლაგოდეხში და სოფლებში მაწიმში, შრომასა და კავშირში დაფიქსირდა.

 

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1 აპრილდან დღემდე 65 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ინფიცირებულია ორი სასულიერო პირი, ორი ჩვილი, ერთი ორსული და რამდენიმე პედაგოგი. ცხრა ინფიცირებული ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ლაგოდეხში სწრაფი ანტიგენით გაფართოვებული ტესტირება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...