ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ჯერჯერობით არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.
საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატის დასახელების ვადა ამოიწურა, პოლიტიკურ პარტიებს კი ვადა აქვთ არჩევნებამდე არაუგვიანეს 28 დღისა.
ცნობისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ადგილი, პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, გია კობახიძის, საქართველოდან წასვლის შემდეგ გათავისუფლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...