როგორც ცნობილია, შემთხვევები სამედიცინო პერსონალის გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის ერთი ორსულია. მედიკოსების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსს ბინაზე გადიან.
ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში ჯამში სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, ერთი საგარეჯოში, ერთი ლაგოდეხში და ერთიც თელავში.