ლაგოდეხელმა ახალგაზრდებმა გარემოს დაცვის საკითხზე ღონისძიება გამართეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გარემოს დაცვით აქტივობას უმასპინძლეს. აღნიშნული აქტივობის დაგეგმვას წინ უძღოდა ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ბიუროს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელას” ერთობლივი ტრენინგი, რომელიც მოკლევადიანი აქტივობების დაგეგმვასა და ეფექტურ კომუნიკაციას ეხებოდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს სკოლის პერიოდიდან იყვნენ აქტიურები. ისინი მუდმივად უნდა გრძნობდნენ ჩვენს მხარდაჭერას, რათა ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად. მეამაყება, როდესაც ამდენ გულანთებულ ახალგაზრდას ვხედავ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეებით და შემართებით, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს მათთან მიმართებაში. მზად ვართ მუდმივად გვერდით დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს და ხელი შევუწყოთ მათ სწორ და თანმიმდევრულ განვითარებას, თანამედროვე მოთხოვნების და გამოწვევების შესაბამისად“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აქტივობის ფარგლებში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ შეკრებილ აუდიტორიას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის სხვა მონაწილეები უახლოეს დღეებში პროფესიული განათლების და ინოვაციების შესახებ მსგავსი კონფერენციის ჩატარებას ლაგოდეხის III და სოფ. გიორგეთის საჯარო სკოლებში გეგმავენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ შეხვედრისას ახალგაზრდებს მიმართეს და სკოლის მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად