ლაგაზიძე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაზე: საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში არნახული გამოწვევების წინაშე დგება

რუსეთ- თურქეთს შორის სამხედრო დაპირიპირების გამო, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში, საქართველო არნახული გამოწვევბის წინაშე დადგება.

“თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპისკენ დაძვრის საშუალება მისცა – საქართველოს საზღვრების დაცვა მხოლოდ კორონასგან აღარ მოგვიწევს და ეს გაცილებით რეალური საფრთხეა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურქეთმა ნატოს მიმართა, აამოქმედოს მე-5 მუხლი და რუსეთის მიერ თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასოს. ნატო უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: უარი უთხრას თავდაცვაზე თავის ერთ-ერთ უდიდეს წევრს; რუსეთის ბომბები ასადის რეჟიმს გადააბრალოს და ომი გამოუცხადოს სირიას თუ პირდაპირ აღიაროს რუსეთის თავდასხმა თურქეთზე, გამომდინარე შედეგებით! როგორ და სად გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის ომი: მხოლოდ სირიაში თუ მის ფარგლებს გარეთ; და მთავარი საფრთხე ჩვენთვის – რა მასშტაბს მიიღებს და როგორ მოუბრუნდება რუსეთ-თურქეთის ომი საქართველოს; რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას?! რა დაემართება თურქულ ლირას და ქართულ ლარს?! საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში არნახული გამოწვევების წინაშე დგება”- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად