ლაგაზიძე ხელისუფლებაზე: ჩამოინგრია საკუთარი იმიჯი დიპლომატების თვალში და დასავლეთის დედაქალაქებში

რა მიიღო ხელისუფლებამ პროპორციულის ჩაგდების შედეგად, – პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში მიმდონარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას, სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“1. ჩამოინგრია საკუთარი იმიჯი დიპლომატების თვალში და დასავლეთის დედაქალაქებში; 2. მიიღო არნახულად აგრესიული საერთაშორისო მედია; 3. გააერთიანა ოპოზიცია და ჩამორეცხა მას აგრესიულის იმიჯი იგივე დასავლეთის თვალში ანუ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის თემით ის საკუთარი ქმედებების გამართლებას ვეღარ შეძლებს; 4. თუ “ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში დაკარგავს დასავლეთს, როგორც პარტნიორს, საკუთრ თავს და ნაწილობრივ ქვეყანასაც მოაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, რაც მის მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს და უკანმოუხედავად მოექცევა რუსეთის მხრიდან მანიპულირების ტყვეობაში. ეს არის დღევანდელი მოცემულობა!”-წერს ხათუნა ლაგაზიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად