ლადო ჭანტურიამ ქართველ სტუდენტებსა და დოქტორებს უმასპინძლა

საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ ქართველ სტუდენტებსა და დოქტორანტებს ბერლინში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა ელჩს გერმანიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირადი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა სტუდენტებისა და დოქტორანტების შკითხვებს უპასუხა, როგორც საელჩოს საქმიანობის, ასევე გერმანია-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ელჩისა და სტუდენტების შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ქართველ სტუდენტთა ხელშეწყობა გერმანიაში. საელჩომ ქართველ სტუდენტებთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად