ლადო პაპავა: პრემიერ-მინისტრმა ქვეყანას ახალი დღის წესრიგი შესთავაზა და თან, მოულოდნელი

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანას ახალი დღის წესრიგი შესთავაზა და თან, მოულოდნელი. მე ეკონომისტი გახლავართ და სოციალურ საკითხებზე მიფიქრია, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ ამ დროს ასეთი ინიციატივები წამოვიდოდა, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივები ისეთია, რომ სკეპტიკოსებიც კი სერიოზულ საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ დებენ.

„შესაძლოა, ასეთი არგუმენტი იყოს, რომ სწრაფად ვერ მოხერხდება, ან ამას სერიოზული ლობი დაუპირისპირდება, მაგრამ ის, რომ ადამიანები დასაქმდნენ, ან ონლაინ კაზინოებში შეიზღუდოს ახალგაზრდების წვდომა ამაზე სერიოზული კონსენსუსია. გავიხსენებ 2006 წელს, როდესაც სააკაშვილის მთავრობასაც ჰქონდა იდეა დასაქმების პროგრამის. მაშინ ასეთი რამ იყო, რომ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს მისცემდნენ ადამიანს, თუ სახელმწიფო უწყებაში წარადგენდა ცნობას, რომ ვიღაც კერძო ბიზნესმენმა დაასაქმა. ეს იყო ჩაფლავებული დასაქმების პროექტი, რადგან გამოვიდა, რომ ადამიანებმა ცნობები წარადგინეს, ბიუჯეტიდან გამოიყო 22,5 მილიონი ლარი და უმუშევრებმა სამი თვის განმავლობაში ჯამურად მიიღეს 450 ლარი მიიღეს, როგორც სოციალური დახმარება, თუმცა ხელფასი ერქვა. ახლა რასაც პრემიერ-მინისტრი გვთავაზობს ეს სულ სხვა მოდელია. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები იღებენ სოციალურ შემწეობას მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო და საუბარია იმაზე, რომ ნუ მივცემთ თევზს, არამედ მივცეთ ანკესი და ვასწავლოთ თევზაობა. პრემიერ-მინისტრმა სავსებით სწორად თქვა, კრიზისულ პერიოდში, ძალიან კარგად მუშაობს საზოგადოებაში საზოგადოებრივი სამუშაოები ასეთი მართლა ბევრია ქვეყანაში. იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთავაზებული იქნება გადამზადება, რაშიც პროფესიული სასწავლებლები ჩაერთვებიან. ეს უკვე სახელმწიფოს ფუნქციაა. მთავარია, ახლა ეს როგორ ჩამოყალიბდება, როგორ იქნება ეტაპობრივად გაწერილი, რა სეგმენტები იქნება. მაგრამ როდესაც კრიზისია და დღეს მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ამ დროს საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავაზება აპრობირებულია და მუშაა“ – განაცხადა ლადო პაპავამ.

კომენტარები
იტვირთება...