ლადო პაპავა: მიხეილ სააკაშვილმა იცის აჯანყება, რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალებები – ასეთი მოწოდებების გარდა, დღეს სხვა გზა არ დარჩენია

„დაძაბულობის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო, უკვე უკანაა. ეს უნდა ყოფილიყო მისი ჩამოსვლის პირველ დღეს, არჩევნების დღეს, მეორე ტურის წინ… დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ტალღა საერთოდ ვერ აგორდა“, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორ უნდა გამოცხადდეს ის სასამართლო პროცესზე.

„თუ ცუდადაა და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, როგორ უნდა წავიდეს რამდენიმე დღეში ჰოსპიტალიდან სასამართლო პროცესზე? ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა. მეორე მხრივ, ვხედავთ ექიმების დასკვნებსაც, რომელთა მიხედვითაც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის. თუ 29-ში სასამართლო პროცესია და ეს კაცი ავადაა, ფიზიკურად, როგორ უნდა წავიდეს?.. ამიტომ, არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდეს. ალბათ, გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, მასშტაბური აქციისთვის ბევრი ადამიანია საჭირო, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამდენი ადამიანის ქუჩაში გაყვანა არ შეუძლია.

„მიხეილ სააკაშვილმა იცის აჯანყება, რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალებები – ასეთი მოწოდებების გარდა, დღეს სხვა გზა არ დარჩენია, არჩევანი ძალიან მწირი აქვს“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

კომენტარები
იტვირთება...