ლადო მგალობლიშვილის ინიციატივა ბიუროს წარედგინება

საკანონმდებლო პაკეტი – „კულტურის მხარდაჭერის შესახებ“ კანონის პროექტი და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ორ – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე.

საკითხი ორივე კომიტეტს მისმა ინიციატორმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა – ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა.

საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სფეროების, მათ შორის – კულტურის მხარდამჭერი ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის მიღებას ითვალისწინებს, რაც გაზრდის კულტურის სფეროს მხარდაჭერის საკანონმდებლო გარანტიებს.
საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება კულტურის დაფინანსების მდგრადი და გამჭვირვალე მექანიზმების მხარდაჭერა და განისაზღვრება ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ძირითადი მიზნები და პრინციპები.
კომიტეტებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს ვლადიმერ მგალობლიშვილის ახალ ინიციატივას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად