ლადო მგალობლიშვილი: რაც დღეს ბათუმში მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ლადო მგალობლიშვილი, სამართალდამცველებს მოუწოდებს , დროულად გამოიძიონ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმა.

ინციდენტს, რა დროსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავზე ნაგავი დააყარეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მგალობლიშვილი პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს.

„პოლიტიკური, ტერორისტული ორგანიზაციის “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ეს იყო პოლიტიკურ მოტივებზე განხორციელებული, პოლიტიკური თავდასხმა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ამ ფაქტზე, უმკაცრესი რეაგირება. საქართველოში, პოლიტიკური ნიშნით, დიდი ხანია უკვე თავდასხმები არ ხდება“, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად