ლადო ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ლადო ხინჩეგაშვილი, პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 61 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილსა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

ქართველმა ფალავანმა, ახალ წონით კატეგორიაში მსოფლიო პირველობაზე პირველად იასპარეზა, რომელმაც ¼ ფინალში, ყველასთვის მოულოდნელად რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო და ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე, ხინჩეგაშვილმა მეტოქეს 4 ქულიანი გდება გაუკეთა, რაც მსაჯებმა არ დააფიქსირეს, მიუხედავად გაპროტესტებისა, მსაჯებმა ხინჩეგაშვილს ქულები მაინც არ ჩაუთვალეს და რუსს დამატებით ერთი ქულა მიანიჭეს.

საბოლოოდ, ოლიმპიური ჩემპიონი დამამშვიდებელ წრეში მოხვდა, საიდანაც ბრინჯაოს მოპოვების შანსი შეინარჩუნა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თურქი ჩინგისხან ერდოღანი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. სულ მალე, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი ( 125 კგ), რომლის მეტოქეც თურქი ტაჰა აკგული იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...