ლადო ხინჩეგაშვილი: მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მედალი მნიშვნელოვანია

საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ლადო ხინჩეგაშვილი, „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მსოფლიო პირველობაზე ყველა მედალი მნიშნვნელოვანია.

„ჩვენთვის ყველა მედალი მნიშნვნელოვანია და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი განსაკუთრებით. რაც შეეხება რუს მეტოქეს, მომიგო. შემეძლო, ჩემტვის სასიკეთოდ დამთავრებულიყო. ჭიდაობაა, ცოტა ალბათ დავაკელი და ამ ეტაპზე დავმარცხდი. შეიძლება დამაგვიანდა კიდეც. შედეგი თავისთავად ლაპარაკობს ამაზე. ვმუშაობთ და გამოვასწორებთ“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

გარდა ამისა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ბორჯომის ტყის სარეაბილიტაციო და აღდგენის სამუშაოებში მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან.
პარიზში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ლადო ხინჩეგაშვილმა თურქი ჩინგისხან ერდოღანი და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად