ლადო კახაძე: თქვენ რა გგონიათ ადმინისტრაციულმა რესურსმა მომცა ხმა? არა ბატონო!

“ბურჭულაძესთან რომ ვიყავი იმაზე 15-ჯერ მეტი ხმა ავიღე იმიტომ, რომ მათ იმ გადაწყვეტილების გამო გამაკრიტიკეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ლადო კახაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

გადაცემის მას წამყვანმა მას მიმართა, რომ ამიტომ იტყვიან, რომ ეს არა თქვენი მოპოვებული ხმები არამედ “ქართული ოცნების” ხმებია, რაზეც კახაძე პასუხობს:

“ზუსტად მანდ მივდივარ. თქვენ რა გგონიათ ადმინისტრაციულმა რესურსმა მომცა ხმა? არა ბატონო! იმ ადამიანებმა მომცა ხმა, ვისაც ჩემი ამ პოზიციაზე დანახვა გაეხარდა.ეს არის ჩემი ამომრჩეველი. მადლობას ვეუბნები ამ ოჯახს, ამ ძალას, რომელმაც ასე დაინახა ჩემი თავი ამ რეალიზაციის მხრივ და მეორე ტურში ვნახავთ”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...