ლადო კახაძე: ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში

“ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა“.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვება მიულოცა და “მოწინააღმდეგე ბანაკს” მიმართა.

„მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბარათაშვილში (შეეშალა), ბასილაშვილში, იმ პოტენციალში, რომ ყოველ ახალ მოწოდებით ახალ ქეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინააღმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...