ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ექიმი ლადო კახაძე მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინა.

1998-2002წლებში ლადო კახაძე “ლეიბორისტული პარტიის” კვოტით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ხოლო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში და ოზურგეთში ჩატარდება. ასევე, რიგგარეშე მერის არჩევნები ტარდება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. ხოლო, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში, მთაწმინდის რაიონში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...