ლადო კახაძე მიხეილ ჩხენკელს: როდის იგეგმება მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება?

„ რას ფიქრობს სამინისტრო, როდის მოხდება სკოლებში მოსწავლეების და უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში სტუდენტების დაბრუნება?“

აღნიშნული კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ მიმართა.

ლადო კახაძე კიდევ რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის, რას გეგმავს სამინისტრო მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის, სკოლებში ექიმების დაბრუნების და მოსწავლეების სახელოვნებო პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად