ლადო კახაძე: ჩვენ როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, ისე გვექცევა ნატო

“ჩვენ როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, ისე გვექცევა ნატო”,-ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, ლადო კახაძემ, გადაცემა “360 გრადუსში” საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, ისე გვექცევა ნატო. ჩვენ ყელაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ ასპირანტი ქვეყნებიდან. სამხედრო სასწავლო ცენტრების გარდა, ერთობლივ წვრთნებში იქ ხელმძღვანელობა და სასწავლო პროცესი საქართველოს წამყვანმა ძალამ განახორციელა. ამას გენდობა. ამ სტრატეგიას ენდობა. განგიხილავს ამ კუთხით.

ნატო გეუბნება რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ. მოდიხართ, მოდიხართ, მოგვყვებით მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც თქვენ თავზე გადაგხდათ. ამხელა ვეშაპთან ხართ შეჭიდებული.”,-განაცხადა ლადო კახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...