ლადო კახაძე: ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი

გარკვეული დროის შემდეგ, ვქმნით საზოგადოებას, გუნდს”, – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. ყველა მაჟორიტარები ხართ, ინდივიდები. მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ, ვქმნით საზოგადოებას, გუნდს და ის გუნდი ამაყია თითოეული თქვენგანის შენატანი წვლილით, როგორც ინტელექტუალური, ასევე შრომისუნარიანი.

საქართველოს აქვს ის პოტენციალი, თავისი მაჟორიტარებისგან, კარგად ორგანიზებული ადამიანებისგან, შექმნან პარტიები. თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის ამ კუთხით განვითარება, მაშინ პარტიებს აქვთ დიდი გამოწვევა “, – ამბობს ლადო კახიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად