ლადო გურგენიძე მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

ლიბერთი ბანკის პრეზიდენტი ლადო გურგენიძე, ბინის ქირიდან მიღებული შემოსავლის 20%-დან 5%-მდე შემცირებას მიესალმება.

 

როგორც ლადო გურგენიძემ "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, ბინის ქირიდან მიღებული გადასახადი პასიურ შემოსავალს განეკუთვნება და სხვა მსგავსი შემოსავლების მსგავსად მასზე გადასახადიც 5%-ს უნდა შეადგენდეს.

"ბიზნეს გარემოს სტიმულირებისთვის ეს ინიციატივა წინ გადადგმული ნაბიჯია. ახალი რეგულაციით ბინის ქირიდან მიღებული გადასახადი გაუთანაბრდება იმ გადასახადს, რაც არსებობს საპროცენტო შესავალზე და დივიდენდის შემოსავალზე. მათზე უკვე დიდი ხანია გადასახადი 5%-ს შეადგენს. კონცეპტუალურად და სტრუქტურულად ეს გადაწყვეტილება სწორია, რომ ამ სამი ტიპის აქტივზე, – ბინების გაქირავებაზე, საპროცენტო შემოსავლებსა და დივიდენდებზე –  ერთიდაიგივე და რაც შეიძლება დაბალი განაკვეთი უნდა არსებობდეს. სამივე ტიპის გადასახადზე 5 პროცენტს 0% სჯობია. მსგავს პასიურ შემოსავალზე 0% უნდა იყოს." – განაცხადა ლადო გურგენიძემ

შეგახსენებთ რომ, საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა გაახმოვანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად