ლადო ბურდულმა ბოლნისის “სიონი” დატოვა

კლუბს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გუშინ ოფიციალურად დაემშვიდობა. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ბოლნისური კლუბის გენერალური დირექტორის პოსტთან ერთად, გარკვეული პერიოდი მთავარი მწვრთნელის პოსტსაც ითავსებდა, რომლის განმავლობაშიც კლუბმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ალბანურ "ფლამურტართან" ბურთების უარესი შეფარდების გამო გამოვარდა. 

მისი ხელმძღვანელობით, გასულ სეზონში, "სიონმა" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი ითამაშა და ვერცხლიწ მედლებს დაეუფლა, სეზონი კი მეხუთე ადგილზე დაასრულა. გარდამავალ ჩემპიონატში, ბოლნისის "სიონმა" კარგი შედეგები ვერ აჩვენა, ფლეი-აუტში კი, ორ-მატჩიან დუელში, ქობულეთის "შუქურასთან" დამარცხდა და პირველად, არსებობის განმავლობაში, უმაღლესი ლიგიდან გავარდა. დაფიქსირებული შედეგის გამო, კლუბის გენერალურმა დირექტორმა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, "სიონის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ლადო ბურდულის პოსტს, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამოსა" და რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი მენეჯერი, ბუბა ტყავაძე დაიკავებს.

მასალა მოამზადა მაგდა კლდიაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად