ლადო ბოჟაძე: პლებისციტშიც რომ აღმოჩნდეს, რომ ქართველი ხალხი რიგგარეშე არჩევნებს არ ითხოვს, რას იტყვიან?- გაყალბდაო

„თუ არჩევნები გაყალბდა, დასავლეთი რატომ არის ჩუმად ოთხი თვეა და მეორე ჯერზე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ყველა რატომ ულოცავს პრემიერ-მინისტრობას?“.

ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნა, რომ
პლებისციტი იქნება ბოლო წვეთი, რომელიც ქაოსს დაასრულებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დასვამს.

„ისინი მერე საარჩევნო რეფორმაზეც დაილაპარაკებენ, კანონის უზენაესობაზეც და ბევრ სხვა საკითხზეც, მაგრამ ეს არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც არჩევნები არ სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში არჩევნებით არ მოსულან, რევოლუციით მოვიდნენ და არჩევნებით წასვლა მოუწიათ, ახლა კი, საზოგადოების თვალში არჩევნები უნდა დაინგრეს, როგორც ინსტიტუცია, რომ არავინ არც ერთი არჩევნების შედეგებს არ ენდოს. პლებისციტშიც რომ აღმოჩნდეს, რომ ქართველი ხალხი რიგგარეშე არჩევნებს არ ითხოვს, რას იტყვიან?- გაყალბდაო. 2022 წელს რომ ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს, რა გავაკეთოთ? დასავლეთმა ისევ აღიარა, ისევ მიულოცეს, ისევ დაპატიჟეს, ისევ ხელი ჩამოართვეს, შარლ მიშელი ისევ ჩამოვიდა და ჩვენ ისევ ვიჯდეთ კარავში და ვიძახოთ – არაო? პლებისციტი იქნება ბოლო წვეთი, რომელიც ქაოსს დაასრულებს და ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დასვამს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...