ლადო ბოჟაძე: გასაკვირია აშშ-ის საელჩოს განცხადება და საყვედური მმართველი პარტიის მიმართ

ექსპერტი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

“მინდა გამოვეხმაურო ამერიკის საელჩოს გუშინდელ განცხადებას. უცნაური და ძალიან გასაკვირია მსგავსი შინაარსის საყვედური მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც პარტნიოტებმა ელემენტალურად ისიც კი ვერ უზრუნველყვეს, რომ ოპოზიციას შეესრულებინა მთავარი პირობა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ისინი უნდა ჩართულიყვნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში, ხოლო “ქართული ოცნება” უპირობოდ წავიდა ყველა კომპრომისზე, უსაყვედურო მმართველ ძალას, კონკრეტული კანომპროექტის განხილვაში ოპოზიცია რატომ არ მონაწილეობდაო – უსამართლო და გასაკვირია. პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ხელმომწერი სუბიექტები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მონაწილეობას მიიღებენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობაში. დოკუმენტი არ ავალდებულებს ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ოპოზიცია ძალის გამოყენებით დაასწრონ სხდომებს, ეს მათი პოლიტიკური კულტურის და პარტნიორებთან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა იყოს”, – წერს ლადო ბოჟაძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩოს განაცხადა იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...