ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დირექტორი: ხავსს ზღვის წყლის ხარისხზე, არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია

„აღმოჩნდა, რომ ხავსს ზღვის წყლის ხარისხზე, არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია“, – ეს განცხადება „აიპრესთან“ ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ გააკეთა.

მისი განმარტებით, ზღვის წყლის სინჯი, სანაპიროს ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული და ლაბორატორიულმა კვლევამ ანახა, რომ ზღვაზე ბანაობა უსაფრთხოა.

„აღმოჩნდა, რომ ხავსს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, არც ქიმიურ და არც მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. ამდენად, ზღვა უსაფრთხოა. ხავსი რამდენად ესთეტიკურია მობანავეთათვის ეს სხვა თემაა, მაგრამ თვითონ ზღვის წყლის ხარისხი არ გაუარესებულა“,  – განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში,  ზღვაში წყალმცენარეები და ხავსი თვის დასაწყისში გამოჩნდა, რამაც დამსვენებლებს დისკომფორტი შეუქმნა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ცვლილება მდინარე კაპარჭინაზე მიმდინარე გაწმენდითმა სამუშაოებმა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად