L’Equipe: პსჟ-ს ფეხბურთელებს – ნეიმარს, დი მარიასა და პარედესს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ფრანგული გრანდის პსჟ-ს ვარსკვლავებს ნეიმარსა და დი მარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მათთან ერთად COVID 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელის პარედესის ტესტმაც.

აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს. მედიასაშუალება წერს, რომ მათ ეს ინფორმაცია დღეს, ოთხშაბათს მიაწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ის სეზონი დაიწყო, პსჟ ჩემპიონატში ჯერ არ ჩართულა, რადგან მათ შესვენების უფლება მისცეს გასული თვეში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის გამო, რომელიც 23 აგვისტოს გაიმართა და ფრანგული კლუბი მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა ანგარიშით 1-0.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...