კვიციანი: საბერძნეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეს მანქანაში ტყვიები ჩაუდეს და ციხეში ჩასვეს

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პარტიოტების” წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, კონტროლზე აიყვანოს მოქალაქე გოჩა მოხარობლიძის საქმე, რომელიც ამ დღეებში, საბერძნეთიდან ახლად დაბუნებული, საკუთარ ქვეყანაში დააპატიმრეს.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანმა განაცხადა, მას დაუკავშირდა მოქალაქე გოჩა მახარობლიძის მეუღლე და შეატყობინა, რომ  საბერძნეთიდან დაბრუნებულმა საშიშროება იგრძნო, დაუკავშირდა ადვოკატს და მოხდა ისე, რომ მას მალევე, მანქანაში ტყვიები ჩაუდეს და დააპატიმრეს.

“ოჯახს 20 წლის ერთადერთი ვაჟი ჰყავს ტრაგიკულად დაღუპული და საბერძნეთში მოსალოცად იმყოფებოდნენ. საბერძნეთიდან დაბრუნებულმა საშიშროება იგრძნო, რომ რაღაცას უპირებდნენ. დაუკავშირდა ადვოკატს და უთხრა, რომ შეგრძნება ჰქონდა. მართლაც მოხდა ისე, რომ მას გზაში დახვდნენ, ტყვიები ჩაუდეს და ციხეში ჩასვეს”-განაცხადა ემზარ კვიციანმა და პარლამენტის თავმჯდომარეს იმ სამი ადამიანის გვარი გადასცა, ვინც მისივე თქმით, გოჩა მახარობლიძეს ემტერება.

დეპუტატის თქმით, გახშირდა შემთხვევები, რომ ადამიანებს ხან წამალს უდებენ, ხან -ტყვიებს.

“ადამიანი, რომელიც წინასწარ აფრთხილებს ადვოკატს, რომ რაღაცას უპირებენ, როგორ ფიქრობთ, ტყვიებს ჩაიდებდა მანქანაში?”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად