კვიციანი: სააკაშვილს თავი დაანებეთ, მასხარაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიცილ-კისკისში გაყიდა

“რომელიმე უფრო სერიოზულ ადამიანზე რომ ვისაუბროთ, არ შეიძლება?!”,-ამის შესახაებ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა “პალიტრანისუსის” ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა, დეპუტატს NDI-ის 2019 წლის ნოემბრის კვლევის მონაცემები შეახსენა, სადაც პოლიტიკოსებს შორის, მიხეილ საააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 26%-ს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართ -17%-ს აქვს.

“რომელიმე უფრო სერიოზულ ადამიანზე რომ ვისაუბროთ, არ შეიძლება?! თავი დაანებეთ ამ სააკაშვილს კაცო. ეს არის მასხარა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიცილ-კისკისში გაყიდა. გაყიდა ჩვენი ტერიტორიები 30%. უფრო მეტი საუბრარი უნდა იყოს აფხაზეთზე. ახლა ვსაუბრობთ სააკშვილზე? მიხეილ სააკშვილი წარსულია. ყოველ მის ხსენებაზე ურტყამთ იმ ადამიანს, თუნდაც 340 ათასს, რომელიც რეპრესიაში გაატარა. ნუ ახსენებთ საერთოდ და გაჩერდება თავისთვის”,-ამბობს კვიციანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად