კვიციანი: ქართველი შეყვარებულების აღმრიცხავი სააგენტო და დახმარების ფონდი შეიქმნება

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” წევრმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა.

“მალე დაფუძნდება ახალი ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად.  აი, ხომ არიან შეყვარებულები რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახების შექმნას იმის გამო, რომ არ აქვთ საშუალება, ამისთვის იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ სად არიან ასეთი შეყვარებულები, აიყვანენ აღრიცხვაზე და იქნება მათი დახმარება.

სიმულიანტობა არ იქნება, დაწერენ ფონდის სახელზე განცხადებას, დაქორწიმებას ვაპირებთ და გქთხივთ დახმარებას. იქნება პურველადი დახმარება, შემდეგ ყველა ბავშვზე, ეს საქმიანობა კარგად “გაპიარდება” და მთელი საქართველო გაიგებს, ეს იქნება დახმარება მხოლოდ ქართველებისთვის.

ჩვენ, ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის. ეს არ არის სახელმწიფო ფონდი, რომელიც ყველასთვის თანაბრად ზრუნავს, მაგრამ ახლა ვისაც ყველაზე მეტად უჭირს არიან ქართველები! ეს არის ქართველთა ჯგუფი, რომელიც ქართველებს ქართული ოჯახების შექმაში დაეხმარება, – განაცხადა  ემზარ კვიციანი გადაცემა “360 გრადუსში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...