კვიციანი: პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამრაში, სოხუმში, ვიქეიფეთ და დავბრუნდი

ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“მე ემოციებიც მაქვს, იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, განსხვავებით ბევრისგან, ამიტომ ახლა.. მე არავისთვის დამირტყამს, ჩემგან ვჯიკაობდი ხალხს და ახლა პროვოკაციულ იმას ნუ იძლევი, თუ არადა გატრიალდი და გადი აქედან. სწორედ თქვენა ხართ ყველაზე ცუდი, ასეთი ჟურნალისტები. თქვენ გამიყიდეთ კოდორიც, სამშობლოც და ყველაფერიც, რუსთავი 2-დან დაწყებული, ასეთი გაყიდული, უცხო ქვეყნების დაფინანსებული ჟურნალისტები. კარგად ბრძანდებოდეთ, არ მაინტერესებს თქვენი კითხვა. არ არის თქვენი საქმე, პოლიციამ მე სად წამიყვანა”.-განაცხადა კვიციანმა.

კვიციანმა დასმულ კითხვაზე, თუ სად წაიყვანა ის პოლიციამ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასე უპასუხა:

“პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამრაში, სოხუმში და იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდი. კარგად იყავით”

 

ცნობისთვის, დღეს, ემზარ კვიციანი აქცია “სირცხილიას” მონაწილეებს და პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო). დეპუტატ ემარ კვიციანის გაღიზიანება “სირცხვილიას” წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ცხვრების მიყვანამ და სააპროტესტო აქციამ გამოიწყვია.

მოგვიანებით, ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ ინციდენტზე შსს-მ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, შსს-მ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად