კვიციანი: “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” ჯინაზე მოსახლეობა “პატრიოტებს” მისცემს ხმას

"აგერ 10 თვეში არჩევნები მოვა და უკვე ,,ნაციონალების“ ჯინაზე ,,ოცნებას“ კი არ მისცემენ ხმას, არამედ ორივე მათგანის ჯინაზე ,,პატრიოტებს“ მოგვცემს ხმებს მოსახლოება,“- ამის შესახებ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა ,,tv პირველის“ ეთერში განაცხადა.

კვიციანი მიიჩნევს, რომ დღეს თავდაცვის კომიტეტზე მის დაჩაგვრას შეეცადნენ, თუმცა მოსახლოებამ კარგად დაინახა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმებულად მოქმედებენ.

"ოცნებამ“ და ,,ნაცმოძრაობამ“ არჩევნებშიც ერთად გაიყვეს ხმები ისე, როგორც აწყობდათ. 12 ხმით მოაგებინეს დღეს კომიტეტი ბოკერიას. დღეს ვიხილეთ ის, რომ მათ შორის არანაირი განსხვავება არაა. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ვიცი რა ზეწოლის ქვეშაც უხდებათ გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ უფალმა შეუნდოთ ეს გადაწყვეტილება. მე უკვე შევუნდე. 

თავიდან არასწორი პოზიცია დაიკავეს ჩემს მიმართ. ჯერ სხვა კომიტეტში ვიყავი წარდგენილი. უბრალოდ ჩემს დაჩაგვრას შეეცადნენ. მაგრამ დაიჩაგრეს თავი. მოსახლეობამ ხომ დაინახა რაც გაკეთდა? ჩემი და ჩემი პარტიის დაჩაგვრა გადაწყვიტეს,“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...