კვიციანი მინისტრის მოადგილეს: ვინც ეკლესიას ებრძვის და ქილიკობენ ეკლესიაზე, მაგათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ

ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრმა ემზარ კვიციანმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილს, რომელმაც პარლამენტში მესამე მოსმაენით წარადგინა “ტყის კოდექსი”

“ვინც ეკლესიას ებრძვის და ქილიკობენ ეკლესიაზე, მაგათ საერთოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ესენი ებრძვიან მთლიანად ქართველ ერს და ქართველობას და საქართველოს ებრძვიან. ამიტომ, ესენი არ არიან საერთოდ სახსენებელი,”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა,  კანონპროექტის განხილვის პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მთავრობა მიზანმიმართულად აპირებს არჩევნების წინ საპატრიარქოს გადასცეს ტყეები და საკუთრების უფლება მათზე.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს, თუ კი მიეცემა გარკვეული რაოდენობის ტყეები ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, რომელთა დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ტყის ფონდშია განთავსებული, მას უფრო მეტი ვალდებულებები ექნება ამ კოდექსით და ახალი კანონმდებლობით, ვიდრე უფლებები. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, ისეთს, რომლებიც სხვა დანარჩენ ტყით მოსარგებლეებს დაეკისრებათ, რომლებიც ტყის გარკვეულ ტერიტორიებს სხვადასხვა მიზნებისათვის მიიღებენ სახელმწიფოსგან“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად