კვიციანი: მერაბიშვილის პოლიტიკური მომავალი რომ დავინახო, საქართველოს მომავალს ვეღარ დავინახავ

“ვანო მერაბიშვილმა ჩამომართვა ქონება და ბიძინა არ მიბრუნებს. სად არის სამართალი?”-ამის შესახებ, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ემზარ კვიციანმა გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

” ქონება ჩამომრთვეს, სადაა სამართალი?! ვანო მერაბიშვილმა ჩამომართვა ქონება და ბიძინა არ მიბრუნებს. სად არის სამართალი? სასამართლოში დავდივარ 24 საათი სასამართლოებში ვარ. მთელი ამბები მაქვს. ამაზე უნდა იყოს მთელი ყურადღება გადატანილი. სამართლიანობაა, 57 ათასი განცხადებაა შეტანილი პროკურატურაში ქართველების მიერ. სხვა არავინ. მხოლოდ ქართველები. საქართველოში იდევნება ქართველი. ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი”-ამბობს ემზარ კვიციანი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორც ხედავს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკოსობას წინასაარჩევნოდ, კვიციანი პასუხობს:

“რისი იმედი აქვს? მხარდამჭერების სულ ის ჰყავდა რაც დღეს იქ იყო. მას და მის პარტიას მხარამჭერები არ ჰყავს მაინც და მაინც.

რისი იმედით ილაპარაკა და ასეთი განცხადებები გააკეთა. გახსოვთ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ რომ ისაუბრა, საერთაშორისო პარტნიორები გვაძალებენ რომ რანაირი ცუდი რეპუტაციაც არ უნდა ჰქონდეს ოპოზიციას ანუ, “ნაციონალური მოძრაობას” მხრებით უნდა ატაროთო. აგე, გამოვიდა და შეაჯდა ეგრევე მხარზე. ეს არის. ამიტომ არის რომ “ქართულ ოცნებას” სჭირდება ცოტა ფხა”-ამბობს კვიციანი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს, დეპუტატი პასუხობს:

“მაგის პოლიტიკური მომავალი რომ დავინახო, საქართველოს მომავალს ვეღარ დავინახავ მაშინ, რა ქართველები ვართ თუ ეს პოლიტიკური ლიდერი გახდა”-ამბობს კვიციანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად