კვიციანი ლომჯარიას: თავს დამესხნენ დეპუტატს, გამომეკიდნენ, მლანძღეს, თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?

“8 სექტემბერს თავს დამესხნენ დეპუტატს ე.წ. აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. გამომეკიდნენ, მლანძღეს, თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?” ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მას სახალხო დამცველისგან მიუვიდა 6 ფურცლიანი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ადამიანის უფლებები დააღვიეს მან და სოფო კილაძემ.

„როდესაც ბენდუქიძეს მოღალატე უწოდეს და აქტივისტებმა შემოსძახეს ისინი ხულიგნობის მუხლით ციხეში გაუშვეს – გახსოვთ, ალბათ, ძალიან კარგად. სიძულვილის ენას ახსენებთ ძალიან ხშირად და ძალიან მომეწონა თქვენი კითხვა ქალბატონო გოგუაძე, რა არის ბოლოს და ბოლოს ეს სიძულვილის ენა. თქვენ 6 ფურცლიანი (დოკუმენტი) გამომიგზავნეთ, თითქოსდა მე და სოფო კილაძემ დავარიეთ ადამიანის უფლებები. საქართველოში მცხოვრებთ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით? -კიო. ქართულად რატომ არ მელაპარაკებით- მეთქი – ეს სიძულვილის ენაა?“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად