კვიციანი: კანონში “სექსუალური ორიენტაციის” არსებობა დამანგრეველია საზოგადოების მორალისათვის

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანია, ავტორი ზვიად ტომარაძე.

ცვლილების თანახმად, აღნიშნული კანონიდან უნდა მოხდეს ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება.

კანონპროექტი ემზარ კვიციანმა წარმოადგინა.

„საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგაოდების მორალისათვის.

კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიყვანოთ ეს კანონი, ამიტომ, გთხოვთ ყველამ დაუჭიროთ მხარი. საერთოდ რატომ იყო ეს ჩაწერილი, ჩემთვის გაუგებარია. აუცილებელია ამ ტერმინების ამოღება.

ეს მე და ზვიად ტომარაძეს კი არ დაგვესიზმრა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნაა“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა კომიტეტის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...