კვიციანი ინაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე: არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი

“არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება” – ასე გამოეხმაურა ემზარ კვიციანი პარლამენტში გუშინ “ნაცინალური მოძრაობიასა” და “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებს შორის პარლამენტში დაპირისპირებას. პარტიის ლიდერი კოლეგების საქციელს არ იწონებს, თუმცა მიიჩნევს რომ ირმა ინაშვილს სხვა გზა არ ჰქონდა:

“ეს პარლამენტია და ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როგორც გუშინ, მაგრამ ამ ყველაფრის ბრალია ის, რომ პარლამენტში სხედან “ნაციონალები”, ხალხი რომელიც აწამებდა და აუპატიურებდა ადამიანებს, ამ ხალხთან ერთად გვიწევს ჯდომა, ეს კოჰაბიტაციის ბრალია, ირმა ძალიან სწორად მოიქცა, არ აძლევდნენ თავხედურად განცხადების გაკეთების საშუალებას.

არავის არავისთვის ხელი არ დაურტყამს, იყო ჯიკავი, ეს არც პირველი ყოფილა საქართველოში და არც ბოლო იქნება, არ არის ლამაზი ეს ქცევა. პარლამენტმა უნდა განიხილოს ჩვენი რეზოლუცია “ნაციონალების” გასამართლებაზე და ყველაფერი განოსწორდება

თქვენ ჟურნალისტები და განსაკუთრებით მოღალატე “რუსთავი 2” აცოცხლებთ “ნაციონალების” სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა. ერისა და ქვეყნის წინაშეა მოღალატე “რუსთავი 2″ და ნიკა გვარამია” – განაცხადა ბათუმში იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე ემზარ კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად