A1 ბანერი

კვიციანი: ჩემი ნება რომ იყოს, თავსაფრისა და მანდილის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი გამოსვლას

საქართველოს პარლამენტის წევრი, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ ბურკით შემოსილი ქალბატონების საზღვარზე გადმოსვლა საფრთხის შემცველია, რადგან მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. 

"ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ მაგის (თავსაფრისა და მანდილის) გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას. ისე უხდება ქალს მანდილი. ეს არის ქალბატონისთვის ისეთი თვისება, როდესაც მანდილით გამოდის ქუჩაში….

ეკლესიაში როგორ შედიხართ ქალბატონები, მართლმადიდებლები… მაგრამ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის მტრები ეს შემოგვიტრიალონ საწინააღმდეგოდ.

წარმოიდგინეთ ბურკით მთლად დაფარულია ადამიანი. იდენტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის როცა საზღვარზე შემოდის? ეს უსაფრთხოებისთვის ცუდია, მერე თვითონ ქალბატონი ცოდო არაა?", – განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...