კვიციანი: ჩემი ძმისშვილის მეგობარია გარდაცვლილი ნაპოვნი კაცი, ჩემს ძმისშვილს მეორე დღეა ეძებენ

“თბილისის ზღვაზე” 40 წლმადე კაცი გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დღეს, “აპტრიოტთა ალიანსის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმაემზარ კვიციანმა ჟურნალისთებთან განაცხადა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ხოლო მის ძმისშვილს ბექა კვიციანს კი უკვე მეორე დღეა ეძებენ.

“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ვერაფერს გეტყვით.  ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა” – აცხადებს ემზარ კვიციანი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად