კვიციანი: ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა დღეს პარლამენტში რომ ვზივარ და არა ციხეში

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პერემიერობის კანდიდატს პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე ემზარ კვიციანმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც იგი, მისი თქმით, რუსეთიდან გამოიქცა.

“მე ფაქტიურად გამოვიქეცი რუსეთიდან, დეპორტაციით წამოვედი. მომემხრნენ რა თქმა უნდა კეთილი ადამიანები და შემიძლია მისი სახელი ვთქვა, ეს იყო ქალბატონი მასკალკოვა, რომელიც დაქალი იყო ჩემი მამიდაშვილის და ის დამეხმარა, რომ გამოვქცეულიყავი რუსეთიდან.

რუსეთი არ მიშვებდა და თქვენ აქ არ მიღებდით. რა იყო მიზეზი დღემდე არავინ იცის. ჩემი ოჯახი, რომელიც ქუჩაში იყო დარჩენილი, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით, შეასახლეს ჩვენს ბინაში… ბატონი ირაკლისა და მოსახლეობის დახმარებით იყო, რომ დღეს აქ ვზივარ და არა ციხეში, რისთვის? სამშობლოს დაცვისთვის. მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს”, – განაცხადა კვიციანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...