კვიციანი: 15 წელი ვიბრძოდი რუსეთთან, არ დავანებე არცერთი გოჯი მიწა და ესენი უნდა მიყვიროდნენ აგენტს და რუსეთუმეს?

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა უმრავლესობის წევრებს წინადადებით მიმართა, გავიდნენ პარლამენტის გარეთ და ერთად აღკვეთონ ის უბედურება, რითაც ცდილობენ, რომ ქვეყანა დააკნინონ და გაანადგურონ.

ემზარ კვიციანი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, 8 სექტემბერს მომხდარ მოვლენას შეეხო, სადაც მისი თქმით. თავს დაესხა გაურკვეველი ჯგუფი, ლანძღვა-გინებით და ბრალდებებით, რომლის უკან, მისივე თქმით იდგა გიგა ბოკერია და მხარს უჭერდა სუს-ი.

“მინდა შევეხო 8 სექტემბრის მოვლენას, როდესაც თავს დამესხა გაურკვეველი ჯგუფი, ლანძღვა-გინებით, სტვენით, “რუსეთის მონობით”, “აგენტობით”, ბრალდებებით და რა თქმა უნდა, ამ დარბაზში მყოფი ადამიანების შეკვეთით, გიგა ბოკერია რომ ბრძანდებოდა და სუს-ის მხარდაჭერით.

მაინტერესებს, რატომ არის სულ, რომ რუსეთის ხსენება მიდის ამ ადამიანებისაგან. ვისაც გინდა, იმას დააბრალებენ პრორუსულობას, აგენტობას. თავდასხმა თავდაცვის ყველაზე დიდი საშუალება არისო. რომელი რუსეთი და პრორუსულობა შეიძლება იყოს იმაზე მეტი, რომელმაც 22% ტერიტორიები ჩააბარა, რომელი პრორუსი უნდა იყოს იმაზე მეტი, რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი მთლიანად ხელში ჩაუგდო რუსეთის მოქალაქეებს. ეს ადამიანები აქეთ გვაბრალებენ და იარლიყებით იტყორცნებიან.

ხალხმა ყველაფერი იცის, სუს-მა ყველაფერი იცის, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებს. სერიოზულად ხმას არავინ არ იღებს ამის წინააღმდეგ. სწორედ, იმ 8 სექტემბერს, რაც ჩაიდინეს, უყურებდით ყველა, რას აკეთებდა პოლიცია. პოლიცია მბოჭავდა მე და მათ აძლევდა ყველაფრის საშუალებას და მერე აქეთ შემომიტრიალეს. ამ ღალატში ჟურნალისტებიც გაერთიანებული არიან.

ამდენი ჟურნალისტი მომდევდა გადაღებებით და 10 ათასი კაცი შეიკრიბა აშშ-ის საელჩოსთან, აბა, რამდენი ჟურნალისტი იყო, ან რა გაშუქება იყოს საერთოდ? ჟურნალისტები იძახიან, რომ თითქოს მე მივედი მაგათთან, იმას კი არ იძახიან, რომ ჩემთვის მივდიოდი გზაზე, ტროტუარით და ისინი გამომედევნენ. არანაირი კორიდორი არ იყო, იქ იყო სპეციალურად დაკვეთილი..

გახსოვთ, წინა დღეს მე აქ მწარე განცხადებები გავაკეთე და სუს-ი გავაკრიტიკე, მეორე დღეს ასეთი ჩასაფრება მომიწყეს მაგათი ხელით. მერე, ესენი ყვირიან პრორუსობაზე. ეს არის სამარცხვინო! მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც სწორად შეაფასეთ ჩემზე თავდასხმა. ვინმე მეტყვის, რა არის თმენის ვალდებულება? გასაგებია, როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოითმინო, მაგრამ რომ მოგდევენ, გაგინებენ, გლანძღავენ, რატომ ვარ ვალდებული, მაინტერესებს. მათ არა აქვთ ვალდებულება, რომ არ უნდა გალანძღონ სხვა ადამიანი? 15 წელი ვიბრძოდი სწორედ იმ რუსეთთან და არ დავანებე არცერთი გოჯი მიწა ჩვენი ტერიტორიებისა, 2 საათში ჩააბარეს ტერიტორიები და ესენი უნდა მიყვიროდნენ მე აგენტს და რუსეთუმეს?

თქვენ ხართ უმრავლესობაში და თქვენ მოგეკითხებათ უფრო მეტად. მაქვს წინადადება, ვისაც ღირსება შეგვრჩა კიდევ- გავიდეთ ყველა ერთად და აღკვეთოთ ეს უბედურება რასაც სჩადიან, რითაც ცდილობენ რომ ჩვენი ქვეყანა დააკნინონ და გაანადგურონ საერთოდ და რაც შეიძლება მეტი ძალა მისცენ ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენს ქვეყანაში”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, 8 სექტემბრეს, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ემზარ კვიციანი “სირცხილიას” მონაწილეებს და პოლიციას დაუპირისპირდა (ვიდეო).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად